Sunday, December 22, 2013

ჩემი პორფოლიო










აი,
პროექტის საბოლოო სახეც ,სადაც მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად იმუშავეს, რა თქმა უნდა ახლებური მიდგომა ცოტა რთული იყო, მაგრამ საინტერესო  და შრომატევადი. დავინახე პროექტის კეთების ახლებური გზა, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ მომავალში..

Thursday, December 19, 2013

როგორც ავღნიშნეთ, პროექტის დროს ინტერნეტრესურსების მოძიებამდე უნდა გავითვალისწინოთ სამართლებრივი ნორმები, გავითვალისწინეტ რა საკომუნიკაციო საშუალებეი შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული და ამის შემდეგ დადგა დრო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაკეთებლათაც. ცხადია ყველა ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს სასწავლო მიზნებსა და 21-ე საუკუნის უნარებს. მოსწავლემ შეიძლება გამოიყენოს პრეზენტაცია, პუბლიკაცია, პლაკატი, ბროშურა, ჟურნალი, ბლოგი და ა. შ.
მოსწავლის ნაშრომი დამეხმარება სასწავლო პროცესის დაგეგმვაში და მოლოდინების განსაზღვრაში. ნაშრომი დავგეგმე. თნ უნდა გავითვალისწინო ის ტექნოლოგია, რომელიც მოერგება მოსწავლის ნაშრომს. სცენარზე ცოტა არ იყოს ბევრი ვიფიქრე. რეფლექსიის დაწერამაც ერთად მომიწია. სკოლის ზეიმებმა ძალიან დაგვტვირთა.  ნაშრომების შემდეგ შეფასებები განვიხილეთ. პედაგოგებმა ერთმანეთს აზრიც გავუზიარეთ და ეს ჩვენი ჩეკ-ლისტებიც გავარჩიეთ. გავითვალისწინე მოსწავლის თვითშეფასება, სავარაუდო ნაშრომის შეფასება, განმავითარებელი შეფასება და ა. შ. გავაკეთეთ უკუკავშირი სავარაუდო ნაშრომზე.

Sunday, December 8, 2013

სასწავლო პროცესში და მით უფრო პროექტების კეთებისას ყოველთვის გვჭირდება გარკვეული მასალების მოძიება ინტერნეტიდან, რომელი ინფორმაციაა სანდო და რომლის გადმოწერა შეიძლება, თან ნორმები რომ არ დავარღვიო, ეს კითხვა ბევრჯერ გამჩენია, ვფიქრობ საჭირო და დროული ინფორმაცია მივიღე, როგორ გამოვიყენო ინტერნეტი და რესურსები, როგორ შევქმნა ციტირების და გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტი.

 რეფლექსია

პროექტის მიმდინარეობისას შეფასების სხვადასხვა ფორმა გამოავლენს მოსწავლეების ცოდნას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შეფასების რა ფორმებსა და სტრატეგიებს შევირჩებთ, რა ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ. ერთ-ერთი მიზანი-განვსაზღროთ მოსწავლეთა საჭიროებები რომ შემდეგ სწორად წარვმართო პროექტი. გზამკვლების რესურსებში მოვიძიე შეფასებების კრიტერიუმები მაგალითები, ჩამოვწერე ჩემი პროექტისთვის სტრატეგიები, დავხაზე შეფასების დროში გაწერილი გეგმა და შევინახე პორტფოლიოში.

Sunday, December 1, 2013

რეფლექსია
დავიწყე პროექტის დაგეგმვა, პედაგოგებმა ერთმანეთს რჩევებიც მივეცით,  გავარკვიე პროექტის მიმდევრობა და მიზნები და 21-ე საუკუნის უნარებიც  დავწერე. პატარებისთვის საინტერესო თემა შევარჩიე. მართლაც პრობლემური. მაინტერესებს . საკვანძო კითხვები გავარჩიეთ და ჩემი პროექტისთვისაც დავწერე.
რეფლექსია
გავეცანი პროექტული სწავლების მიზნებს და ამოცანებს.საინტერესოა თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტებიღ სწავლება,რომლის დროსაც მოსწავლეს უნვითარდება ცხოვრებისეული გამოცდილება, 21-ე საუკუნის უნარები, კრიტიკული აზროვნება პრობლემების გაანალიზების და გადაჭრის უნარები. დავიწყე თემის არჩევანზე ფიქრი, გზამკვლევის დახმარებით ვნახე როგორ შეიძლება გაიწეროს პროექტი, ვისწავლე პუბლიკაციის გაკეთება და შევქმენი ბლოგი. მოკლეთ სწრაფი ტემპებით შევუდექი მუშაობას. კარგი იქნებოდა მეტი დრო მქონოდა.